Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ლალი სურმანიძე

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. კითხულობს სალექციო კურსებს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში სხვადასხვა სფეროში: ფსიქოლოგიაში, ანთროპოლოგიაში, სოციოლოგიაში. არის სამაგისტრო და სადოქტორო ინტერდისციპლინური პროგრამების –  „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია“ –  ხელმძღვანელი. ავტორია სამაგისტრო სწავლების დამხმარე სახელმძღვანელოსი –  „ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური საზოგადოებები (თეორიული მოდელები, ემპირიული კვლევები)“ და მონოგრაფიისა „კულტურა მეთოდოლოგიურ პერსპექტივაში“. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო სტატია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.